მენიუ დახურვა

ვინ ვართ ჩვენ

„მაქრო ქონსთრაქშენი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. 2013 წლიდან განხორციელებული ინვესტიციებით კომპანიამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულ ბაზარზე. კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ საქმიანი ეთიკის მთავარი მახასიათებლებია ნდობა და ხარისხი, მმართველი გუნდის დაუღალავი შრომა, ბაზრის მოთხოვნის მუდმივი კონტროლი და სწორი სტრატეგია. კომპანია მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტს, კომფორტულ მომსახურებას, სრულიად ახალ საცხოვრებელ სივრცესა და გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. ამავდროულად, კომპანია არ ივიწყებს თანამედროვე ტენდენციებს.
 
„მაქრო ქონსთრაქშენის“ ხედვა და მიზნები: ხარისხიანი, საზოგადოების მოთხოვნაზე ორიენტირებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქტის შექმნა, რა თქმა უნდა კვალიფიციური და პროგრესული პერსონალის დახმარებით. კომპანიის პირველი პროექტი აჭარის რეგიონში, 10 000 კვ.მ-ზე განლაგებული ავეჯის ქარხანა “Glorya Forniture”-ია, რასაც მოჰყვა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town“, რომელიც ფრანგული ბრენდის „აკორ გრუპის“ წევრია. ამ პროექტით კომპანიამ თბილისს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო შესძინა. მომავალში „მაქრო ქონსთრაქშენი“ პარტნიორ „აკორ გრუპთან“ ერთად თბილისში სასტუმრო “Ibis styles”-ის მშენებლობას გეგმავს.

დღეისათვის „მაქრო ქონსთრაქშენის“ უმსხვილესი პროექტი, 45 მილიონ დოლარად შეფასებული ინვესტიცია - საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტია“, რომელიც დიდ ყურადღებას იპყრობს მშენებლობის მაღალი ხარისხით, არქიტექტურით, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით და გადახდის მოქნილი პირობებით, რასაც ხუთწლიანი შიდა განვადებითა და მომხმარებლისთვის სხვადასხვა პირობების შეთავაზებით ახერხებს. მშენებლობა „მწვანე ბუდაპეშტში“ დათქმულ დროზე ოთხი თვით ადრე, 2016 წლის მაისში დასრულდა, რაც კომპანიის სანდოობას უსვამს ხაზს.

კომპლექსის დასრულებისთანავე „მაქრო ქონსთრაქშენი“ იწყებს ახალი და ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელებას. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“, რომელიც მოიცავს 1772 ბინას, ღია და დახურულ სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზებს, საბავშვო ბაღს, სკოლასა და სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც მობინადრეების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში სრულიად ახალ, თანამედროვე ცხოვრების სტილს ჩაუყრის საფუძველს. კომპანიის გამოცდილებიდან გამომდინარე პროექტი ოპტიმალურად და ფუნქციურადაა დაგეგმარებული, რაც „მწვანე ალმასის“ მომავალი მობინადრეების საცხოვრებელ სტანდარტებს აამაღლებს და ათასობით ადამიანის ცხოვრების წესს შეცვლის. პროექტი თავისი მასშტაბურობითა და უნიკალურობით სამშენებლო სექტორში კუთვნილ ადგილს დაიკავებს. ინვესტირების დაწყებისას „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიზნობრივი სეგმენტი საქართველო და მეზობელი ქვეყნები იყო, თუმცა პროექტების წარმატებულად განხორციელებამ, კომპანიას ოპერირების არეალის გაფართოების საშუალება მისცა. ამჟამად პარტნიორებთან დამყარებული პროფესიული ურთიერთობებით, სანდო და ხარისხიანი პროექტების შეთავაზებით კომპანია განაგრძობს აქტიურ და ინტენსიურ მოღვაწეობას.



„მაქრო ქონსთრაქშენის“ ხარისხი



„მაქრო ქონსთრაქშენი“ - კომპანია, რომელიც ყველა დანაპირებს ასრულებს.

მრავალწლიანი შრომისა და გამოცდილების გათვალისწინებით განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ როგორც სამშენებლო მასალებსა და შესრულების ხარისხს, ასევე უმცირეს დეტალებსაც კი. ყველაფერი საცხოვრებელი სივრცის კომფორტულობასა და ხარისხზე არის ორიენტირებული. პროექტირებისა და მშენებლობის ყველა ეტაპზე ნებისმიერი საინჟინრო მიგნება და ინოვაცია ოპტიმალურ დონეზე აგვყავს და ვირჩევთ მხოლოდ ისეთ ბრენდებს, რომელთათვის ხარისხი პრიორიტეტია.

გაზბეტონის ბლოკებით აგებული მყარი შენობების წყალობით, მობინადრე არ შორდება ბუნებას. არქიტექტორთა კრეატიული ჯგუფის დამსახურებით ვქმნით ისეთ კომპლექსს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად არის დაპროექტებული.

ფიტნესის დარბაზი, საბავშვო ბაღი და სპორტული მოედნები, დაცვის სამსახური და მიწისქვეშა ავტოსადგომი - კიდევ უფრო კომფორტულს და მიმზიდველს ხდის ჩვენს პროექტს.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ, ამიტომაც შევქმენით სხვადასხვა ტიპის გეგმარებები, რათა ნებისმიერი ადამიანის გემოვნება დავაკმაყოფილოთ. კომპანია ზრუნავს ეკოლოგიაზე და მშენებლობის პროცესში არსებული ნარჩენების გადახარისხებას ახდენს.

ჩვენი მიზანია ქალაქის შუაგულში შევქმნათ დაცული, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ერთი სიტყით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი სივრცე.

როგორც აღვნიშნეთ, „მაქრო ქონსთრაქშენი“ თავის დაპირებებს ყოველთვის ასრულებს, ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია. ამას ადასტურებს პროექტი „მწვანე ბუდაპეშტი“, რომელიც მხოლოდ საკუთარი კაპიტალით განვახორციელეთ, დაპირებულზე ოთხი თვით ადრე დავასრულეთ და მობინადრეებს ჩავაბარეთ ბინები, სადაც ახალი და კომფორტული ცხოვრება ელით.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ სათავო ოფისიც ობიექტის ტერიტორიაზე განვათავსეთ სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად ჩაერთოს კომპანიის მუშაობის პროცესში და თვალი ადევნოს მის ყოველდღიურ საქმიანობას. ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლის რჩევებს და მაქსიმალურად ვცდილობთ მათი ნდობა გავამართლოთ. „მაქრო ქონსთრაქშენისთვის“ ხარისხიანი მომსახურება პრიორიტეტია.

დასრულებული პროექტები

მიმდინარე პროეტები

ბუნება აღარ მოგენატრებათ

  თუ ქალაქში ცხოვრებას ვერ ელევით და ამავე დროს ბუნებაც გენატრებათ, „მწვანე ალმასი“ საუკეთესო არჩევანია.

სპორტული ცხოვრების შუაგულში

თუ ვარჯიშისა და ფორმის შესანარჩუნებლად დრო არ გაქვთ, „მწვანე ალმასი“ საუკეთესო არჩევანია.

საცურაო აუზი ფუფუნება აღარ არის

თუ გგონიათ, რომ ქალაქური ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე ცურვისთვის დროის გამოსანახად შვებულების აღება გჭირდებათ, ეს ასე არ არის! „მწვანე ალმასში“ ამ სურვილსაც აიხდენთ.

მაქსიმალური კომფორტი კომპლექსიდან გაუსვლელად

მას შემდეგ, რაც მარკეტში საყიდლებს, ან ყოველდღიურ საქმეებს მოითავებთ და კაფეში ფინჯანი ყავის დალევას, ან რესტორანში წახემსებას გადაწყვეტთ, „მწვანე ალმასის“ ტერიტორია თქვენს განკარგულებაშია.

იხილეთ ჩვენი სართულების ინტერაქტიული გეგმა და შეარჩიეთ თქვენთვის საურველი ბინა.