გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა
ჩაწერეთ თქვენი ნომერი
- -

Live კამერა

მშენებლობის პროცესი

იპოვეთ პასუხი თქვენს კითხვაზე

პროექტი

01.
რა სიმაღლისაა ჭერი ბინებში?
ჭერის სიმაღლე იქნება მინიმუმ 2,92 მეტრი.



02.
რა ძირითადი თავისებურებები აქვს პროექტი „მწვანე ალმასის“ ბინებს?
პროექტ „მწვანე ალმასში“ იქნება 2, 3, 4, 5 და 6 ოთახიანი ბინები, ზოგიერთი აივნებით, ზოგი ტერასებით და ზოგი საკუთარი ბაღებითაც კი.
03.
სულ რამდენი ბინა იქნება პროექტ „მწვანე ალმასში“?
პროექტი „მწვანე ალმასი“ შედგება 1.686 ბინისგან.
04.
რა ფართობი უკავიათ მწვანე ნარგავებს?
პროექტის მწვანე ნარგავების ფართობი მთლიანობაში მოიცავს 23,143 მ2
05.
მიწის ნაკვეთის რა ფართობი უკავია პროექტ „მწვანე ალმასს“?

ევროპული სტანდარტების სახცოვრებელი კომპლექსი აშენებულია 69,444მ2 ფართობზე.

06.
რამდენი შესასვლელი ექნება პროექტ „მწვანე ალმასს“?
პროექტ „მწვანე ალმასს“ ექნება ორი ძირითადი შესასვლელი
07.
რამდენ სართულიანია პროექტ „მწვანე ალმასის“ შენობა და რამდენი ბინაა თითოეულ სართულზე?
თითოეულ სართულზე მინიმუმ 2, ხოლო მაქსიმუმ 8 ბინაა. რაც შეეხება მთლიანად პროექტს, იგი შედგება 9, 11, 20, 21 და 22 სართულიანი 23 ბლოკისგან.
08.
რამდენი ლიფტია გათვალისწინებული „მწვანე ალმასის“ ერთ ბლოკში?
თითოეულ ბლოკში იქნება 2 ლიფტი.
09.
გათვალისწინებულია თუ არა დამატებითი წყალმომარაგება?
დიახ, დამატებითი წყალმომარაგება გათვალისწინებულია.
10.
რა ტიპის კომერციული ერთეულები განლაგდება პროექტ „მწვანე ალმასის“ ტერიტორიაზე?
პროექტით გათვალისწინებულია კომერციული ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მობინადრეთა ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მათ ტიპს განსაზღვრავს დამპროექტებელი.
11.
რა შედის პროექტ „მწვანე ალმასის“ ბინის ფასში?
„მწვანე ალმასში“ უძრავი ქონების შეძენისას კლიენტი მიიღებს სრულად გარემონტებულ ობიექტს, მათ შორის:
  • სამზარეულოს ავეჯი, ქურა, ღუმელი და გამწოვი დამონტაჟდება ყველა ბინაში;
  •  დამონტაჟდება გათბობის სისტემა ქვაბის გარეშე. თითოეულ ოთახში განთავსდება პანელური რადიატორები, ხოლო სააბაზანო ოთახში - საშრობი.
  • სააბაზანო ოთახში იქნება კარადა, აბაზანა ან საშხაპე;
  • ბინებში შესასვლელი კარი დამზადდება ლითონისგან და დაიფარება ხის პანელით;
  • კარ-ფანჯრები დამზადდება მეტალოპლასტმასისგან, ორმაგი შუშით.
  • შემოსასავლელის, სამზარეულოს (დაგეგმარების მიხედვით), სააბაზანო ოთახისა და საპირფარეშოს იატაკი დაიფარება კერამიკული ფილებით;
  • სხვა საცხოვრებელ სივრცეებში იატაკი დაიფარება ხის ლამინატით;
  • ფართის მიხედვით, თითოეულ ოთახში დამონტაჟდება ელექტრო-როზეტები, ერთი როზეტი კი - აივანზე ქვაბისთვის; ასევე ტერასებზე გათვალისწინებულია დამატებითი როზეტების დაყენება;
  • გათვალისწინებულია სატელეფონო ინფრასტრუქტურა ერთი ნომრისთვის
  • ინტერნეტის კაბელის შემყვანები განთავსდება კორპუსის სადარბაზოში;
  • თანამგზავრული მაუწყებლობის ანტენები განთავსდება მისაღებ და მთავარ საძინებელ ოთახებში. უზრუნველყოფილ იქნება ნებისმიერი მაუწყებლობა, თუ კლიენტი დააყენებს დეკოდერს ან მიმღებს.
  • ბინებში დამონტაჟდება შიდა კავშირის სისტემა.
12.
როგორია პროექტ „მწვანე ალმასის“ ინფრასტრუქტურა?
  • 23,143 მ2 გამწვანებული ტერიტორია;
  • 312 მ2, 288 მ2 და 264 მ2 - 3 ღია აუზი;
  • 4 სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის;
  • 4 ზონა კალათბურთისთვის სამი ფარით;
  • 4 ტრენაჟორი ღია ცის ქვეშ;
  • 835 მ სარბენი ბილიკი, ასევე საფეხმავლო ზონები;
  • 100 ბავშვზე გათვლლი 270 მ2 საბავშვო ბაღი, 413 მ2 ფართობის ეზოთი;
  • 4-სართულიანი სკოლის შენობა (3,780 მ2) გათვლილი 450 მოსწავლეზე, რომელიც განთავსებულია 1836 მ2 ფართობზე.

სამშენებლო აღჭურვილობა

13.
რა თვისებები ახასიათებს ბეტონს, რომელიც გამოიყენება კომპლექს „მწვანე ალმასში“?
საძირკველისა და სართულების მშენებლობისას გამოყენებულ იქნება მაღალი სიმტკიცის C 30 ტიპის ბეტონი.
14.
რა ნიშნავს მთლიანი საძირკველი?
მთლიანი საძირკველი ნიშნავს რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ფორმირებას შენობის განლაგების მთელ ტერიტორიაზე.
15.
რას ნიშნავს ბინათმშენებლობის სისტემა (რკინაბეტონის კარკასული სისტემა)?
საცხოვრებელი შენობების ყველა ვერტიკალური მზიდი ელემენტი აშენდება რკინა-ბეტონის კარკასული სისტემით და ექნებათ რკინა-ბეტონის კედლების სახე. ელემენტები შემუშავებლია იმ სისტემების პირობების შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც მიწისძვრის დროს ძირითადი დარტყმა მზიდ კედლებზე მოდის. აქ ყველა ეს პირობა დაცულია. სამშენებლო საძირკველი შემუშავებულია მასიური მთლიანი საძირკვლის სახით.
16.
შემიძლია თუ არა მივიღო ინფორმაცია საცხოვრებლის მშენებლობის ტექნოლოგიის შესახებ?
მაღალ შენობებში გამოიყენება გვირაბის შეფიცვრის კონსტრუქციის მეთოდი, ხოლო სხვა შენობები აიგება მონოლითური სისტემით.
17.
როგორია შენობების სეისმომედეგობა?
„მწვანე ალმასის“ შენობები მთლიანად დაპროექტებულია სეისმომედეგობის რეგულაციების შესაბამისად. რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა პირობა უზრუნველყოფილია. მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს თითოეული ბლოკის გეოფიზიკური კვლევა და სეისმური და კუთრი წინაღობის გაზომვითი სამუშაოები.
18.
გათვალისწინებულია თუ არა ბინებში იზოლაცია?
„მწვანე ალმასის“ სახურავების, იატაკის, კედლებისა და ჭერის კონსტრუქციისას გამოყენებულ იქნება საიზოლაციო ტექნოლოგია.
19.
გათვალისწინებულია თუ არა დამიწებისა და მეხამრიდი სისტემები?
დიახ, დამიწებისა და მეხამრიდი მექანიზმები უზრუნველყოფილი იქნება..

კანონმდებლობა

20.
გადავწყვიტე (ვფიქრობ), შევიძინო ბინა „მწვანე ალმასში“, რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო გაყიდვების ოფისში?
ნაღდი ფულით ან შიდა კრედიტით ბინის შეძენისას საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
21.
შეუძლია თუ არა რამდენიმე ადამიანს პარტნიორობის საფუძველზე ბინის შეძენა „მწვანე ალმასში“?
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავ ქონებას შეიძლება ფლობდეს თანამესაკუთრე.
22.
შემიძლია თუ არა ბინის შეძენა მინდობილობის საფუძველზე?
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია უძრავი ქონების შესყიდვა ნებისმიერი ქვეყნის რეზიდენტის მინდობილობის საფუძველზე.
23.
შესაძლებელია თუ არა არასრულწლოვანი ბავშვისთვის ბინის შეძენა?
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანი ბავშვისთვის უძრავი ქონების შეძენა შესაძლებელია. ამისთვის უნდა წარადგინოთ ბავშვის დაბადების მოწმობა და მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
24.
შემიძლია თუ არა ჩემთვის სასურველი ბინის ყიდვა ჩემი კომპანიის საშუალებით?
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქართულ და ასევე უცხოური კომპანიებს შეუძლიათ ფლობდნენ უძრავ ქონებას საქართველოს ტერიტორიაზე.
25.
მე უცხოელი ვარ. შემიძლია თუ არა ბინის შესყიდვა „მწვანე ალმასში“?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, ფლობდნენ უძრავ ქონებას საქართველოს ტერიტორიაზე.
26.
შეგვიძლია თუ არა ბინების ფასადის შეცვლა?
პროექტი „მწვანე ალმასის“ ფასადის ცვლილებები დაუშვებელია. საავტორო უფლებების დაცვის პირობები შეტანილია შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც კლიენტი ვალდებულია, არ შეცვალოს ბინის ფასადი.

გადახდის პირობები

27.
როგორია გადახდის პირობები?
კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ გთავაზობთ გადახდის მოქნილ პირობებს, რომლებიც მორგებულია კლიენტების მოთხოვნებზე. ასევე ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა კამპანიებს, რათა შესაძლებელი გავხადოთ საუკეთესო ხარისხის უძრავი ქონების ხელმისაწვდომ ფასად შეძენა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე: www.greendiamond.ge, სადაც აღწერილია ჩვენი ყველა პროექტი..
28.
როგორია „მწვანე ალმასში“ პირველადი შენატანის შეტანის მაქსიმალური ვადა?
პირველადი შენატანი შეტანილ უნდა იქნას ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
29.
შემიძლია კრედიტით შევიძინო ბინა „მწვანე ალმასში“?
„მწვანე ალმასში“ უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ კლიენტებს „მაქრო ქონსთრაქშენი“ სთავაზობს შიდა უპროცენტო განვადებას.
30.
„მწვანე ალმასში“ ბინის შეძენისას შემიძლია თუ არა მივიღო კრედიტი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან?
კლიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ შეთავაზებული შიდა კრედიტი.

გაყიდვების ოფისი

31.
როგორ შემიძლია მივიღო ინფორმაცია „მწვანე ალმასის“ გაყიდვების შესახებ?

შეგიძლიათ მობრძანდეთ „მწვანე ალმასის“ გაყიდვების ოფისში მისამართზე: ბობ უოლშის ქ. 32, მიიღოთ ჩვენი მენეჯერისგან სრული ინფორმაცია გაყიდვების შესახებ და შეარჩიოთ ბინა თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

32.
როგორია „მწვანე ალმასის“ გაყიდვების ოფისის სამუშაო გრაფიკი?
„მწვანე ალმასის“ გაყიდვების ოფისის სამუშაო საათებია: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე.
33.
როგორ დავუკავშირდე „მწვანე ალმასის“ გაყიდვების ოფისს?

„მწვანე ალმასის“ გაყიდვების ოფისის ტელეფონის ნომერია: + (995 32) 200 1010.

34.
შემიძლია თუ არა მივიღო ინფორმაცია „მწვანე ალმასის“ ბინების გაყიდვების შესახებ თქვენი სხვა გაყიდვების ოფისიდან?
ინფორმაცია გაყიდვების შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ „მწვანე ალმასის“ გაყიდვების ოფისში.

ადგილმდებარეობა

35.
სად მდებარეობს „მწვანე ალმასი“?
იგი მდებარეობს დიღომში, ბობ უოლშის ქ. 32, ახალ თბილისში, ოლიმპიური ქალაქის მოპირდაპირე მხარეს.
36.
შემიძლია თუ არა მივიღო ინფორმაცია, რა მანძილითაა დაშორებული „მწვანე ალმასი“ სამედიცინო დაწესებულებებს, მაღაზიებსა და სკოლებს?
„მწვანე ალმასის“ სიახლოვეს მდებარე ძირითადი სოციალური პუნქტები:
  • მაკდონალდსი - 1,1 კმ
  • ჰიპერმარკეტი „Goodwill“ - 2.1 კმ
  • სამედიცინო ცენტრი „Jo Ann“ - 2.4 კმ
  • საერთაშორისო სკოლა QSI - 4 კმ
  • თბილისის ცენტრალური საავადმყოფო - 2.9 კმ
  • სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ - 4.6 კმ