გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა
ჩაწერეთ თქვენი ნომერი
- -

Live კამერა

მშენებლობის პროცესი

ცხოვრება ბუნების წიაღში

თქვენ გელით ცხოვრება საგანგებოდ მოწყობილ ლანშაფტურ ზონაში. ყოველ დილით, ფანჯრის გაღებისას, სუფთა ჰაერს შეისუნთქავთ და ქუჩის ხმაურის ნაცვლად ჩიტების ჭიკჭიკი დაგატკბობთ.

მწვანე მდელო - ლურჯი ცა

მოამზადეთ კალათა პიკნიკისათვის და დატკბით ბუნების სილამაზით. ვიდრე თქვენი ბავშვები გამწვანებულ ზონაში ერთობიან, შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველა პრობლემა, და დაისვენოთ ღია ცის ქვეშ ან ფანჩატურის ჩრდილში. „მწვანე ალმასის“მთელ ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის 23 143 მ2 მოიცავს, თქვენ არ შეგაწუხებთ ხმაური, მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი ახლოსაა ქალაქის ცენტრთან.

სარბენი და სასეირნო ბილიკები

ყველამ კარგად ვიცით, რომ გამონაბოლქვის გამო ქალაქში სირბილი საშიში და საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ხოლო საცობებისა და ხალხმრავლობის გამო მოუხერხებელიცაა. „მწვანე ალმასში“ ეს პრობლემაც მოხსნილია. აქ მოწყობილია საფეხმავალო და სარბენი ბილიკები (835 მ), სადაც თავისუფლად შეძლებთ ვარჯიშს სუფთა ჰაერზე.

კალათბურთის მოედნები სამი ფარით

კომპლექსში „მწვანე ალმასი“ მოწყობილია  2  სამფარიანი საკალათბურთო მოედანი. შეკრიბეთ საკუთარი გუნდი და მოემზადეთ ჯანსაღი დასვენებისა და  დაუვიწყარი თამაშებისათვის.

სპორტული სივრცეები ღია ცის ქვეშ

თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ სპორტულ აქტივობებს ღია ცის ქვეშ, ჩვენი მოედნები სწორედ თქვენთვისაა. „მწვანე ალმასის“ მწვანე ზონებში განლაგებულია ღია მოედნები, სადაც დაგხვდებათ ვარჯიშისთვის აუცილებელი პროფესიონალური აღჭურვლობა.

აუზები

„მწვანე ალმასი“ შეგიცვლით შეხედულებას აუზის, როგორც ფუფუნების საგნის შესახებ, რომლის ნახვა მხოლოდ მდიდრული აგარაკების ეზოებშია შესაძლებელი. „მწვანე ალმასის“ ბინადრებისთვის ხელმისაწვდომია სამი აუზი, რომლებშიც ცურვას ნებისმიერ დროს შეძლებთ.

გასარუჯი სივრცეები

რუჯის მისაღებად აღარ არის საჭირო დაელოდოთ შვებულებას. ნებისმიერ თავისუფალ დროს, აუზში ცურვის შემდეგ, შეგიძლიათ მიაშუროთ გასარუჯ სივრცეებს, მიირთვათ ცივი სასმელი, წაიკითხოთ საყვარელი წიგნი და მიეფიცხოთ მზეს.

სუპერმარკეტები და აფთიაქი

გსურთ, შეიძინოთ თქვენთვის საჭირო ნივთები საცხოვრებელთან ახლოს ერთ სივრცეში? „მწვანე ალმასში“ აღმოაჩენთ 13 სავაჭრო ობიექტს, რომლებიც სულ რამდენიმე წუთის სავალზეა ერთმანეთისგან. აქ შეძლებთ შეიძინოთ ყოველდღიური მოხმარების საგნები, აქვეა აფთიაქი და სუპერმარკეტი. საყიდლებისთვის არ დაგჭირდებათ საცხოვრებელი კომპლექსიდან გასვლა და დროის დაკარგვა. დაზოგილ დროს და ენერგიას კი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისა და დასვენებისთვის გამოიყენებთ.

სათამაშო მოედნები

თქვენი ბავშვები არასდროს მოიწყენენ „მწვანე ალმასის“ 4 სათამაშო მოედანზე. აქ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის გათვალისწინებულია მრავალი გასართობი ღონისძიება. ბავშვები შეიძენენ ახალ მეგობრებს და უსაფრთხოდ ითამაშებენ თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ.

საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღის 270მ2 დახურული სივრცე და 413მ2 ეზო 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. საგანგებოდ შერჩეული აღმზრდელები იზრუნებენ თქვენი შვილების განათლებასა და გართობაზე. ვიდრე ბავშვები ბაღში ატარებენ დღეს, თქვენ შეძლებთ მშვიდად დაკავდეთ საკუთარი საქმეებით ან დაისვენოთ.

სკოლა

„მწვანე ალმასში“ აშენდება საგანმანათლებლო კომპლექსი, რომელიც 3780მ2-ზე განთავსდება. ის 450 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს შვილებს წარმატებული მომავლისთვის მოამზადებენ.

ადგილი თქვენი ავტომობილისთვის

თუ თქვენ გიჭირთ სახლთან ახლოს  მანქანისთვის უსაფრთხო ადგილის პოვნა იცოდეთ, რომ  „მწვანე ალმასში“ ეს პრობლემაც მოგვარებულია. საცხოვრებელი კომპლექსის ფარეხში, დამატებით ფასად,  შეიძენთ საკუთარ  ადგილს  და აღარ მოგიწევთ თქვენი ავტომანქანისთვის პარკირების ადგილის ძებნა.