მენიუ დახურვა

ზოგადი მიმოხილვა

აირჩიეთ კატეგორია
  • ზოგადი ინფორმაცია
  • კონსტრუქციული ნაწილი

ზოგადი ინფორმაცია

  1. საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ 69.444 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს მოიცავს, საიდანაც გამწვანებულ ტერიტორიას 23.143 კვ.მ. ფართი უკავია. კომპლექს „მწვანე ალმასში“ სულ 1772 ბინაა. კომპლექსში ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს ბინას დასრულებული რემონტით:

    • სამზარეულო ავეჯით, ჩაშენებული გაზქურით, ღუმელით და გამწოვით
    • ბინაში დამონტაჟდება ინდივიდუალური გათბობის ქვაბი. თითოეული ოთახის ფართის გათვალისწინებით დაყენდება პანელური რადიატორები, სააბაზანო ოთახებში - საშრობები
      სველი წერტილი გარნიტურით: ხელსაბანი ნიჟარა კარადით, აბაზანა ან საშხაპე.
    • დენის, გაზის და წყლის მრიცხველები
    • მასიური რკინის შესასვლელი კარი პანელით
    • მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი შემინვით
    • სააბაზანოს, შესასვლელისა და სამზარეულოს იატაკი (დაგეგმარების მიხედვით) დაიფარება კერამიკული ფილებით, ოთახებში კი დაიგება ლამინირებული იატაკი.
    • ელექტრო ჩამრთველების რაოდენობას ოთახის ფართი განსაზღვრავს. დამატებითი ჩამრთველები გათვალისწინებულია გათბობის ქვაბისთვის, აივნებისთვის და ტერასებისთვის.
    • ბინაში შეყვანილი იქნება ერთი სატელეფონო ხაზი.
    • მისაღებ ოთახში გათვალისწინებულია თითო შესაერთებელი ინტერნეტის კაბელისათვის.
    • ტელევიზიის ანტენა, კომუნიკაციები მისაღებ და მთავარ საძინებელ ოთახში მოეწყობა. მობინადრეს დეკოდერის და რესივერის შეძენის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება თავად აირჩიოს მაუწყებელი.
    • ყოველ ბინაში ინდივიდუალურად დამონტაჟდება ინტერკომის სისტემა.

კონსტრუქციული ნაწილი

  1. ,,მწვანე ალმასის“ მშენებლობისას გამოყენებული იქნება C30 მარკის ბეტონი. შენობა-ნაგებობები იგება მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქციით.
    საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებისას რეგულაციებით მოთხოვნილი ყველა პირობა დაცულია.
    მთელს ტერიტორიაზე ჩატარებულია გეოდეზიური კვლევები.

    შენობა ნაგებობები სეისმომედეგია და კომპლექსში გათვალისწინებულია მეხამრიდების სისტემა.

ბუნება აღარ მოგენატრებათ

  თუ ქალაქში ცხოვრებას ვერ ელევით და ამავე დროს ბუნებაც გენატრებათ, „მწვანე ალმასი“ საუკეთესო არჩევანია.

სპორტული ცხოვრების შუაგულში

თუ ვარჯიშისა და ფორმის შესანარჩუნებლად დრო არ გაქვთ, „მწვანე ალმასი“ საუკეთესო არჩევანია.

საცურაო აუზი ფუფუნება აღარ არის

თუ გგონიათ, რომ ქალაქური ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე ცურვისთვის დროის გამოსანახად შვებულების აღება გჭირდებათ, ეს ასე არ არის! „მწვანე ალმასში“ ამ სურვილსაც აიხდენთ.

მაქსიმალური კომფორტი კომპლექსიდან გაუსვლელად

მას შემდეგ, რაც მარკეტში საყიდლებს, ან ყოველდღიურ საქმეებს მოითავებთ და კაფეში ფინჯანი ყავის დალევას, ან რესტორანში წახემსებას გადაწყვეტთ, „მწვანე ალმასის“ ტერიტორია თქვენს განკარგულებაშია.

იხილეთ ჩვენი სართულების ინტერაქტიული გეგმა და შეარჩიეთ თქვენთვის საურველი ბინა.