„მაქრო ქონსთრაქშენი“ – „ცხოვრების მწვანე სტანდარტები“

„მაქრო ქონსთრაქშენი“ „მაქრო“ ჯგუფის მამოძრავებელი ძალაა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. „მაქრო ქონსთრაქშენი“ ასევე აწარმოებს აღდგენით, დეკორატიულ სამუშაოებს, აგეგმარებს ქალაქის მწვანე ზონებს და დასასვენებელ ადგილებს მომხმარებლებისთვის. რაც მთავარია, „მაქრო ქონსთრაქშენი“ ასრულებს თავის დაპირებებს. კომპანიის წარმატების საწინდარი კლიენტთა ნდობის მოპოვებაა.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ მთავარი უპირატესობა გამოცდილ და პროფესიონალ არქიტექტორთა და დიზაინერთა გუნდია. მოხერხებული, თანამედროვე და მყუდრო გარემოს შესაქმნელად გუნდი ხელმძღვანელობს შესაბამისი დარგების უახლესი სტანდარტებით, რომლებიც მომხმარებლებისა და სტუმრების ყველა მოლოდინს პასუხობს. ოპტიმალური დაგეგმარება კლიენტთა აღფრთოვანებას იწვევს, რაც პროდუქციას უნიკალურს ხდის.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ პროექტებს გეგმავს და ამუშავებს მომხმარებლეთათვის საუკეთესო საცხოვრებელი სივცრისა და კომფორტის შესაქმნელად. მშენებლობის თითოეულ ეტაპზე ყველა ტექნიკური მაჩვენებლის ოპტიმალურ დონეზე დაცვისა და მაღალხარისხოვან ბრენდებთან თანამშრომლობის წყალობით „მაქრო ქონსთრაქშენი“, არქიტექტორთა შემოქმედებით გუნთან ერთად, აშენებს გამძლე შენობებსა და კომპლექსებს, კლიენტებს კი ბუნების წიაღში ცხოვრებას სთავაზობს.

ამ სამუშაოების მიზანია დაამკვიდროს ქალაქის ცენტრში ცხოვრების სრულიად ახალი და თანამედროვე კონცეფცია უსაფრთხო, მშვიდი და ბუნებრივი გარემოს შექმნის წყალობით.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ აგრძელებს თავის საქმიანობას და ბოლომდე ერთგულია იმ პრინციპისა, რომ ადამიანების დაფასება ნიშნავს მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას.
გვერდის გაზიარება:

გალერეა

ჩვენს შესახებ

„მაქრო ჯგუფი“ უდიდესი ინვესტორია საქართველოს სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესის განვითარების სექტორში, ავეჯის წარმოებასა და სარესტორნო ბიზნესში.