მალე თბილისს განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ”მწვანე ალმასი” შეემატება
კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მწვანე ბუდაპეშტის“ დასრულების შემდეგ, უფრო მასშტაბურ, 115 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტს ,,მწვანე ალმასის“ მშენებლობას იწყებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”მაქრო ქონსთრაქშენიდან” აცნობეს, 28 მაისს, 18:30 საათზე, ფანჯიკიძის 22 ნომერში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა), საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენი“ მასშტაბური პროექტის ,,მწვანე ალმასის“ პრეზენტაციას გამართავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 115 მილიონ დოლარამდეა.
კომპანიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე აღინიშნება საცხოვრებელი კომპლექსი ,,მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობის წარმატებით დასრულება.
ახალი პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონიალს საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანიის მენეჯმენტი, პროექტი ,,მწვანე ალმასის“ სახეები - აჩი და შოთა არველაძეები, ,,მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეები და ახალი პროექტით დაინტერესებული სტუმრები დაესწრებიან
წყარო:
www.interpressnews.ge