გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში დახურვა
ჩაწერეთ თქვენი ნომერი
- -

Live კამერა

მშენებლობის პროცესი

ძირითადი ინფორმაცია

ევროპული სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ გაშენებულია 69.444მ2 ფართობზე. პროექტის მთლიანი გამწვანებული ტერიტორია მოიცავს 23,143მ2. რაც შეეხება ბინათმშენებლობას, კომპლექსში საბოლოო ჯამში 1,686 ბინა გაშენდება.

მესამე ეტაპზე მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ, შეიძინონ ბინა სრული რემონტით ან შავი კარკასის მდგომარეობით.

„მწვანე ალმასში“ სრული რემონტით უძრავი ქონების შესყიდვისას კლიენტი მიიღებს სრულად გარემონტებულ ბინას, რომელიც აღჭურვილი იქნება შემდეგი აუცილებელი ავეჯით და მოწყობილობებით:
  • სამზარეულო აღჭურვილი იქნება ლამინირებული ზედაპირის მქონე სამზარეულოს კარადით, ჩაშენებული გაზქურით, ღუმელითა და ჰაერის გამწოვით. დამონტაჟდება გაზის დეტექტორი;
  • გათბობის სისტემა, ქვაბის გარეშე. თითოეულ ოთახში განთავსდება პანელური რადიატორები, ხოლო სააბაზანო ოთახში - საშრობი.
  • სააბაზანო/საპირფარეშო ოთახი აღჭურვილი იქნება აბაზანის გარნიტურით (ხელსაბანი ნიჟარა, უნიტაზი და საშხაპე სადგამი ან აბაზანა (ბინის გეგმარების მიხედვით));
  • შესასვლელი კარი - ლამინირებული მასიური რკინის კარი; შიდა კარები - ამერიკული პანელი;
  • ფანჯრები და აივნის კარები - თეთრი მეტალო-პლასმასის ორმაგი მინა-პაკეტი;
  • იატაკი - იატაკის მოსაპირკეთებლად სამზარეულოსა და სააბაზანო/საპირფარეშოში გამოყენებული იქნება კერამიკული ფილები, პროექტის შესაბამისად, ხოლო დანარჩენ ოთახებში დაიგება ლამინატი;
  • შიდა ტიხრები/კედლები - იქნება ბეტონის ბლოკებით მოწყობილი, გალესილი და შეღებილი წყალზე დაფუძნებული შემადგენლობის საღებავით, ხოლო სააბაზანო/საპირფარეშოში კედელი დაიფარება კერამიკული ფილებით;
  • ჭერი იქნება გალესილი და შეღებილი ჭერის საღებავით, ხოლო სააბაზანო/საპირფარეშოში იქნება ნესტგამძლე პლასტიკატის შეკიდული ჭერი;
  • თითოეულ ოთახში დამონტაჟდება ელექტრო-როზეტები ფართის შესაბამისად. ერთი როზეტი გათვალისწინებულია აივანზე - გათბობის ქვაბისთვის; ასევე ტერასებზე გათვალისწინებულია დამატებითი როზეტების დაყენება;
  • ინტერნეტის კაბელის შემყვანები განთავსდება კორპუსის სადარბაზოში;
  • თანამგზავრული მაუწყებლობის როზეტები განთავსდება მისაღებ და მთავარ საძინებელ ოთახში. უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერი მოთხოვნილი მაუწყებლობის მიღება, თუ კლიენტი შეიძენს დეკოდერს ან მიმღებს;
  • ბინებში დამონტაჟდება შიდა კავშირის სისტემა (ვიდეო ინტერკომი).

„მწვანე ალმასში“ შავი კარკასის მდგომარეობით უძრავი ქონების შესყიდვისას კლიენტი მიიღებს ბინას შემდეგი პირობებით:

  • შესასვლელი კარი - ლამინირებული მასიური რკინის კარი;
  • ფანჯრები - თეთრი მეტალო-პლასმასის ორმაგი მინა-პაკეტი;
  • ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმული იატაკი;
  • შიდა ტიხრები - ბეტონის ბლოკებით მოწყობილი (გაულესავი), პროექტის შესაბამისად;
  • სანკვანძის (საპირფარეშო/სააბაზანო) კედლები - ბეტონის ბლოკებით მოწყობილი;
  • კომუნიკაციები ბინამდე მიყვანილი.


სამშენებლო პროცესის აღწერა

საძირკველისა და სართულების მშენებლობისას გამოიყენება C 30 ტიპის მაღალი სიმტკიცის ბეტონი. 

პროექტში გამოყენებული იქნება რკინა-ბეტონის კარკასული სისტემა. 

საცხოვრებელი შენობების ყველა ვერტიკალური მზიდი ელემენტი გაშენდება რკინა-ბეტონის კარკასული სისტემით და ექნება რკინა-ბეტონის კედელს სახე. ისინი დამუშავებულია ისეთი სპეციფიკაციის სისტემების შესაბამისად, როდესაც მიწისძვრის მთელ ზემოქმედებას თავის თავზე რკინა-ბეტონის კედლები იღებენ და ამ შემთხვევაში სისტემის ყველა პირობა დაცულია. სამშენებლო საძირკველი შესრულებულია მასიური მთლიანი საძირკვლის ფილის სახით. საძირკვლის ფილა შექმნა ნიშნავს რკინა-ბეტონის საფარის ფორმირებას შენობის განლაგების მთელ ფართობზე. 

რაც შეეხება კორპუსების მშენებლობის ტექნიკას, შეფიცვრის კონსტრუქციის მეთოდი გამოიყენებულ იქნება უფრო მაღალ შენობებში, ხოლო სხვა შენობები აიგება მონოლითური სისტემით. 


შენობების სეისმომედეგობა

„მწვანე ალმასის“ შენობები მთლიანად დაპროექტებულია სეისმომედეგობის რეგულაციების შესაბამისად. რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება უზრუნველყოფილია. მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გეოფიზიკური კვლევა, ხოლო თითოეული ბლოკის საზღვრებში- სეისმური და კუთრი წინაღობის გაზომვითი სამუშაოები. 

„მწვანე ალმასში“ სახურავების, იატაკის, კედლებისა და ჭერის კონსტრუქციებში გათვალისწინებულია საიზოლაციო ტექნოლოგიების გამოყენება. 

გარდა ამისა, კორპუსები უზრუნველყოფილი იქნება დამიწებისა და მეხამრიდი მექანიზმებით. 

გვერდის გაზიარება:

გალერეა