20 აპრილი 2021
"მწვანე ალმასის" მესამე ეტაპი იწყება
სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" საცხოვრებელი კომპლექსის, - "მწვანე ალმასი", მესამე ეტაპის მშენებლობასა და გაყიდვებს იწყებს. მესამე ეტაპი ა და ბ ბლოკების მშენებლობით დაიწყება. ორ ბლოკში ჯამში 106 ბინა განთავსდება. ბინების მოცულობა 44მ2-დან იწყება, მაქსიმალური მოცულობა 243მ2-ი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე ეტაპზე კომპანია მომხმარებლებს არჩევანს სთავაზობს - ერთ ბლოკში სრულად გარემონტებული ბინები იქნება წარმოდგენილი, მეორეში მხოლოდ შავი კარკასის მდგომარეობით, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს თავად აირჩიონ მათზე მორგებული პირობები.
ჯამში მესამე ეტაპი 11 ბლოკისგან შედგება და მასში გათვალისწინებულია ყველა ის ბენეფიტი, რომლითაც "მწვანე ალმასის" პირველი და მეორე ეტაპის მაცხოვრებლები სარგებლობენ: ღია საცურაო აუზი, სარბენი და სასეირნო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები, მოსასვენებელი ადგილები და გამწვანებული ეზო.