ქვეყანაში შემომავალი ტურისტი პოტენციური ინვესტორია. ერთი კმაყოფილი ტურისტი საკუთარ პოზიტიურ შთაბეჭდილებებს უამრავ ადამიანს გაუზიარებს. შემდეგ კი მათი ნაწილი ტურისტული მიზნით ეწვევა საქართველოს, გარკვეული რაოდენობა კი დიდ თუ მცირე საინვესტიციო პროექტს დაგეგმავს ქვეყანაში. ამ ყველაფერს ნათლად ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში როგორც ტურისტების, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, სტაბილურად მზარდია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 403.3 მილიონი აშშ დოლარი დაფიქსირდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 388.9 მილიონი აშშ დოლარი იყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1 266 125 ადამიანს მიაღწია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 1 136 706 იყო.
საქართველოში ტურისტებსა და ინვესტორებს მრავლი ფაქტორი ხიბლავთ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია უვიზო მიმოსვლა ევროკავშირისა თუ სხვა აღმოსავლურ ქვეყნებთან. ეს დამატებითი კომფორტია მათთვის, ვინც საქართველოში ინვესტირებას და შესაბამისად, ხშირად სტუმრობას გეგმავს.
საქართველოში ბიზნესის კეთება საკმაოდ მარტივია. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგებიც. ”ბიზნესის კეთების სიმარტივის” რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციაზეა. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბიზნესის რეგისტრაცია თუ ოპერირება მინიმალურ პრობლემებსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული. კანონმდებლობაშიც ინვესტორის ინტერესები მაღალ დონეზეა გათვალისწინებული. აღნიშნულის პარალელურად, გეოგრაფიულად მომგებიანი ლოკაცია და ზომიერი კლიმატი ინვესტორებს განსაკუთრებით იზიდავთ.
საქართველო საკმაოდ უსაფრთხო ქვეყანაა. მდგრადია ეკონომიკა და მისი სტაბილური ზრდის ტენდენციაც ცალსახაა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც საქართველოში ინვესტორებს განსაკუთრებით მოსწონთ, მეგობრული საზოგადოებაა. საქმიანი თუ უბრალოდ სამოგზაურო ვიზიტით ჩამოსული ნებისმიერი სტუმარი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი საზოგადოება მათ დასახმარებლად ყოველთვის მზადაა.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფრო და უფრო ღირებული ხდება ინვესტიცია უძრავი ქონების სახით. ქვეყანაში, სადაც ზღვა და მთა უმოკლეს მანძილზეა ერთამენთისგან დაშორებული, უცხოელები ხშირად ყიდულობენ სახლებს შვებულების გასატარებლად, სეზონური დასვენებისთვის. თბილისის მასშტაბით, გამწვანებულ საცხოვრებელ კომპლექსებში შეძენილი უძრავი ქონება ნამდვილად ღირებული ინვესტიცია გახდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც თბილისში სახლს მხოლოდ სეზონური მოხმარებისთვის ყიდულობენ, აღნიშნული უძრავი ქონება გარკვეული შემოსავლის წყაროც შეიძლება გახდეს. ქალაქში მუდმივად იზრდება ბინის ქირისა და გირის გადასახადი, რაც გაზრდილი მოთხოვნითაა გამოწვეული. გაზრდილ მოთხოვნას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის: მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობა, მაღალი სტანდარტის სამედიცინო დაწესებულებები. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისიწნებით, თბილისში გასაქირავებელი თუ გასაგირავებელი ბინების დატვირთულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
ეს ტენდენცია შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენიათ უცხო ქვეყნის და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ქვეყნების მოქალაქეებს. ისინი უფრო და უფრო აქტიურად იძენენ უძრავ ქონებას საქართველოში და უმეტესად, თბილისში. აღნიშნულს ადასტურებს, სამშენებლო კომპანია ”მაქრო ქონსთრაქშენის” სტატისტიკური მონაცემებიც. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი უცოხელი მობინადრეების რაოდენობა კომპანიის ძველ და ახალ საცხოვრებელ კომპლექსებს შორის.
”მწვანე ალმასის” კომპლექსი თბილისის მასშტაბით მართლაც განსაკუთრებულია და დაინტერესებულ ადამიანებს ღირებული ინვესტიციის განხორციელების გარანტიას პირდება. ახალი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი მოიცავს სამ ეტაპს, პირველი ეტაპი შედგება 731 ბინისგან, რომლის მშენებლობა 2018 წლის მაისში სრულდება. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად განთავსდება.
”მწვანე ალმასი” 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება, რაც მობინადრეებს თბილისში განსხვავებულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრცე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
უცხოელების მხრიდან თბილისში და განსაკუთრებით, ახალ საცხოვრებელ კომპლექსებში, ბინაზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციას უძრავი ქონების ექსპერტებიც ადასტურებენ. მათი განმარტებით, თბილისში ბინებზე მოთხოვნა უცხოელების მხრიდან საკმაოდ მზარდია. აღნიშნული ფაქტორებისა და სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ თბილისში მაღალი ხარისხის და ევროპული სტანდარტის, გამწვანებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ინვესტიციაა, რაც უცხოელს შეუძლია ქალაქის მასშტაბით განახორციელოს.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/