„მაქრო ქონსთრაქშენი“ აგრძელებს საქართველოში ინვესტირებას და უახლოეს მომავალში ამბიციური გეგმები აქვს
სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ ქართულ ბაზარზე სამიოდე წლის წინ გამოჩნდა.
თუმცა, ეს სამი წელი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ მას ქართული ბაზრის ნდობა მოეპოვებინა და ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის სახელი დაემკვიდრებინა.
2013 წლიდან „მაქრო ქონსთრაქშენმა“ მრავალი მსხვილმაშტაბიანი პროექტი განახორციელა საქართველოში. დასრულებული და მომავალი პროექტების შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ „მაქრო ქონსთრაქშენის" გენერალური დირექტორის მოადგილეს პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარერს ესაუბრა.
- 2013 წლიდან „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საქართველოში საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები განახორციელა. რატომ გახდა საქართველო თქვენთვის მიმზიდველი საინვესტიციო თვალსაზრისით?
- საერთაშორისო ჰოლდინგი „მაქრო ქონსთრაქშენი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში. 2013 წლიდან კომპანიამ მრავალი პროექტი განახორციელა, მათ შორის უნიკალური კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსები - „მწვანე ალმასი“ და „მწვანე ბუდაპეშტი“, აშენდა 4-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „მერკური Tbilisi Old Town“, ავეჯის მაღაზიათა ქსელი „ბელლისსა“ და რესტორანი „დაინჰოლი“, გამორჩეული თავისი სამზარეულოთი და დახვეწილი ინტერიერით.
საქართველოში არსებულმა ჯანსაღმა და სტაბილურმა საინვესტიციო გარემომ ქართულ ბაზარზე ხარისხიანი მშენებლობის საჭიროება დაგვანახა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება და 2013 წელს ქართულ ბაზარზე შემოვედით. მას მერე 70 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ. საცხოვრებელი კომპლექსები „მწვანე ალმასი“ და მწვანე ბუდაპეშტი“ საერთაშორისო ჰოლდინგი „მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური ინვესტიციებია. „მაქრო ქონსთრაქშენის“ წარმატების მთავარი საფუძველი ხარისხის კონტროლისადმი პასუხისმგებლობა, მენეჯმენტის მიერ ახალ საინვესტიციო ადგილზე ცვლილებების გაცნობიერება და მათი განხორციელება იყო. „მაქრო ქონსთრაქშენი“ აგრძელებს საქართველოში ინვესტირებას და უახლოეს მომავალში ამბიციური გეგმები აქვს.
- რამდენად გაამართლა საქართველოსთან დაკავშირებით თქვენმა მოლოდინებმა და როგორ შეაფასებდით საქართველოში არებულ ბიზნეს გარემოს?
- როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ჯანსაღი ბიზნეს გარემოა. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, აქ უძრავ ქონებაში საინვესტიციო ამონაგები საკმაოდ მაღალია. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის. „მწვანე ალმასში“ ინვესტირება ძალიან მომგებიანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბინების დაგეგმარება და კომპლექსის კონცეფცია ძალიან მიმზიდველია, ბინის საწყისი ფასი 1 კვ. მეტრზე 750 დოლარია, ბინის საფასურის სრული დაფარვის შემთხვევაში კი 637 დოლარი. კომპლექსის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, 2018 წლის მაისში, მომხმარებლებს ექნებათ 50-60% - მდე მოგება. ვფიქრობ, მეთანხმებით, რომ ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ავიღოთ 3-ოთახიანი ბინა, რომლის ფასიც 43 000 დოლარია. „მწვანე ალმასის“ კომპლექსში, მომხმარებელს მარტივად შეუძლია გააქირავოს ბინა 500 დოლარად. ეს კი ნიშნავს, რომ მობინადრეს შეუძლია აინაზღაუროს თანხა სულ რაღაც 7 წელწადში 14%-იანი ყოველწლიური ამონაგებით. საქართველოში უძრავი ქონების ბიზნესში ამონაგები პროცენტი ნამდვილად მაღალია განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც ამონაგები მხოლოდ 5-6%-ს შეადგენს.
„მწვანე ალმასში“ ბინების სწრაფი ტემპით გაყიდვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადახდის მოქნილი პირობებია. სრულად გარემონტებული, დასრულებული სამზარეულოთი და აბაზანით მოწყობილი ბინების ფასი 25 000 დოლარიდან იწყება, პირველადი შენატანი 2 500 დოლარია, ყოველთვიური შენატანი კი მხოლოდ 250 დოლარი. გადახდის პირობები განსაკუთრებულად მორგებულია მომხმარებელზე: პირველადი შენატანი ბინის საფასურის 10%-ია, მთლიანი ღირებულების 30% კი 30 თვეზეა გადანაწილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხარებელი ყოველთვიურად ღირებულების მხოლოდ 1%-ს იხდის. კომპლექსის დასრულების შემდეგ (2018 წლის მაისში), მომხმარებლებმა დარჩენილი 60% უნდა გადაიხადონ. ამ პერიოდში მათ შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო სესხით, მარტივად დაფარონ სესხი იჯარის თანხის ნაწილიდან, ნაწილი კი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
- როგორ ფიქრობთ, რა პოტენციალი აქვს საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით?
- როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს ბიზნეს გარემო ამჟამად ძალიან მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის ამონაგების მაღალი მაჩვენებლითა და ბიუროკრატიის დაბალი დონით. ქვეყანაში ლეგალური პროცესები კარგად განვითარებულია და ინვესტორს არ უწევს დროის ხარჯვა და თანხების გაყინვა. ჩვენს შემთხვევაში ვიტყვით, რომ ამ ქვეყანაში თავს კარგად ვგრძნობთ, ამიტომ ვახორციელებთ პროექტებს და მომავალში კიდევ უფრო მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას ვგეგმავთ.
მაგალითად, 2014 წლის სექტემბერში დავიწყეთ „მწვანე ბუდაპეშტის“ გაყიდვები და დღეისთვის ბინების 90% უკვე გაყიდულია. „მწვანე ალმასის“ შემთხვევაში მხოლოდ ერთ თვეში, პირველ ეტაპზე გასაყიდი ბინების 50% გავყიდეთ. ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ეს მიუთითებს იმ მიდგომაზე, რაც ჩვენი მომხმარებლების მიმართ გვაქვს და რამდენად ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებს.
ჩვენი სტრატეგია მწვანე პროექტების განხორციელებაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას გულისხმობს. მომხმარებლებმა ბინების დაახლოებით 30% ინვესტიციის მიზნით შეიძინა, 70%-მა კი საცხოვრებლად. ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსში ბინებს ყიდულობს 35-55 წლამდე მომხმარებელი, რომელსაც ცხოვრების დატვირთული ტემპი აქვს და სტაბილური ინვესტიციის განხორციელება სურს. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია უძრავ ქონებაში ინვესტირება, განსაკუთრებით ჩვენს კომპლექსებში, რადგან მათთვის ხელსაყრელია ადგილმდებარეობა და საინტერესოა კონცეფცია. მეორე მხრივ, მწვანე ალმასზე" არჩევანი შეაჩერეს ოჯახებმა, რომელთათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის არსებობაა პრიორიტეტული.
- „მაქრო ქონსთრაქშენმა“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ახალი, მსხვილი პროექტი დაწყო - საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ალმასის“ მშენებლობა. უფრო კონკრეტულად გვითხარით პროექტის შესახებ.
- ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასის“ მშენებლობა მაისში დაიწყო. ის მოიცავს სამ ეტაპს, პირველი ეტაპი შედგება 731 ბინისგან. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად განთავსდება. "მწვანე ალმასის" სიახლოვეს აშენდება ახალი მეგა პროექტი - ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც უნიკალური იქნება აღმოსავლეთ ევროპაში. საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება, რაც მობინადრეებს თბილისში განსხვავებულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრცე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
"მაქრო ქონსთრაქშენის" პირველი მსხვილი პროექტი "მწვანე ბუდაპეშტი" უკვე იქცა კომპანიის სავიზიტო ბარათად. დასრულებულ "მწვანე ბუდაპეშტში" ახალი მობინადრეები ახალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს და დარწმუნდეს კომპანიის მიერ შეთავაზებული ბინების უმაღლეს ხარისხში. "მწვანე ალმასის" მშენებლობისა და რემონტის დროსაც ზუსტად იგივე მასალები იქნება გამოყენებული. საქართველოში მოღვაწეობის განმავლობაში "მაქრო ქონსთრაქშენმა" მომხმარებლის ნდობა მოიპოვა, განსაკუთრებით იმით, რომ "მწვანე ბუდაპეშტის" მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდა და ახალ მობინადრეებს საუკეთესო ხარისხის ბინები ბარდებათ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის გაყიდვების ოფისს, სადაც 5 ტიპის შოურუმია წარმოდგენილი. "მწვანე ალმასის" ბინები სწორედ იმ მასალით გარემონტდება, რაც შოურუმშია ნაჩვენები.
მრავალფეროვანმა ინფრასტრუქტურამ, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებმა, ოპტიმალურმა დაგეგმარებამ, მისაღებმა ფასებმა და გადახდის მოქნილმა პირობებმა „მწვანე ალმასის“ წარმატება განაპირობა. ამიტომ, მომხმარებელი აქტიურად იყენებს ამ შესაძლებლობას და ეს ჩვენც ბედნიერს გვხდის.
- უახლოეს პერიოდში კიდევ რა პროექტების განხორციელებას გეგმავს „მაქრო ქონსთრაქშენი“ საქართველოში და თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში თუ გეგმავთ პროექტების განხორციელებას?
- მომავალში „მაქრო ქონსთრაქშენს“ დიდი გეგმები აქვს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი პროექტებით და არ ვაპირებთ ამაზე შეჩერებას. საქართველოში შექმნილმა გარემომ გვაჩვენა ბაზრის მოთხოვნები და საჭიროებები. აქედან გამომდინარე, თბილისის ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში ვილების გაშენებას ვაპირებთ, ქალაქის ცენტრში კი მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტისთვის ელიტარული საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობას. აეროპორტის გზატკეცილზე ვფლობთ მიწას, სადაც უზარმაზარი საოჯახო და დეკორატიული ნივთების სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
რაც შეეხება თბილისის გარეთ განსახორციელებელ მშენებლობებს. ბათუმში ვფლობთ ტერიტორიას, სადაც საცხოვრებელი უბნის გაშენებას ვაპირებთ. თუმცა, ამ ეტაპზე უფრო კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დანარჩენი ქართველი მომხმარებლისთვის სიურპრიზად დავტოვოთ.
ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, გრძელვადიანი ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს მომხმარებელთან მათი მოლოდინების დაკმაყოფილებისა და ნდობის მოპოვების მიზნით. კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ ყოველდღიურ სამუშაოს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით აწარმოებს. ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი კომფორტისა და მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიაა. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში წამყვანი სამშენებლო კომპანია გავხდეთ.
- დაბოლოს, როგორია თქვენი თბილისური შთაბეჭდილებები? რას ურჩევდით თქვენს თანამოქალაქე ინვესტორებს საქართველოსთან მიმართებაში?
- თბილისში 2014 წლიდან ვცხოვრობ. ძალიან მომწონს ქვეყანაში შექმნილი ატმოსფერო, უსაფრთხო გარემო, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი. საქართველო ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა. ყველაფერი, რასაც გარშემო ხედავ, საუკუნეების წინ არის შექმნილი. თქვენს პატარა ქვეყანაში ბრწყინვალე ბუნებაა, სადაც შეგიძლიათ ალპური ზონებიც აღმოაჩინოთ, ზღვაც, დაცული ტერიტორიები და ბუნების სხვა სიმდიდრეები.
ინვესტორებს ვურჩევდი, მომხმარებელს მაღალი ხარისხის, უნიკალური პროდუქტი შესთავაზონ, რომელსაც ოპტიმალურ დროში განახორციელებენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიკავონ საკუთარი ნიშა - წარმატებას ეს სამი ფაქტორი განაპირობებს. საქართველოში „მაქრო ქონსთრაქშენი“ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის შენობებს აშენებს, არამედ უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებას.
წყარო:
www.interpressnews.ge
www.interpressnews.ge
www.bpn.ge
presa.ge
itv.ge
droni.ge