მომხმარებელი საცხოვრებლად ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა უბანს ირჩევს
უძრავი ქონების შეძენა ფულის დაბანდების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ უძრავი ქონების ადგილობრივი ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა და გააქტიურდა. გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები, რომლებიც მომხმარებელს ახალ მიდგომებს და გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობენ. მრავალფეროვან შეთავაზებებს მოჰყვა ის, რომ დროთა განმავლობაში მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა, მათ გაუჩნდათ ახალი მოთხოვნები, შეიცვალა მათი გემოვნება, ქცევის ტენდენციები და პრეფერენციები უძრავის ქონების შეძენასთან დაკავშირებით.
ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფის - კომპანია ACT Research-ის მიერ ჟურნალ „მარკეტერისთვის“ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, მომხმარებელთა უმრავლესობა, თბილისში ბინის ყიდვისას ითვალისწინებს, თუ რამდენად წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა და სამსახურთან/სასწავლო დაწესებულებასთან ან სავაჭრო ცენტრთან ახლოს იმყოფება ბინა. ACT Research-ის კვლევის თანახმად, ბინის შეძენის მხრივ, პრიორიტეტს ანიჭებენ: საბურთალოს - 30%, დიდუბე-დიღომს - 17%, თბილისის გარეუბნებს -13%, ნაძალადევს - 11%, ვაკე-ბაგებს - 9%, დანარჩენი კი სხვა უბნებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ უბნად მიჩნეული ვაკე დიღომს 8%-ით ჩამორჩა.
„ბოლო პერიოდში, მომხმარებელს შორის ეგრეთ წოდებული „პრესტიჟული“ უბნები ნაკლებად პრიორიტეტული გახდა და ბინის შეძენის დროს უპირატესობას ისეთ უბნებს ანიჭებენ, სადაც ნაკლები ხმაური, მოძრაობა და გამონაბოლქვია“, - აღნიშნავს ACT-ის ბიზნეს კვლევების ანალიტიკოსი თინათინ ბასილაშვილი. სპეციალისტთა განცხადებით, მომხმარებელთა შორის დიღმის პოპულარობა პირველ რიგში მისმა ადგილმდებარეობამ განაპირობა. ცენტრალური უბნებისგან განსხვავებით, დიღომში სიმწვანე და სუფთა ჰაერია. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ უბნის სიახლოვეს განთავსებულია უამრავი მნიშვნელოვანი დაწესებულება და სავაჭრო ობიექტი. მალე დიღომს კიდევ ერთი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება. კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ პროექტი „მწვანე ალმასის” განხორციელება დაიწყო.
”მაქრო ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორის მოადგილე პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარაერის განცხადებით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევისას პრიორიტეტი ეკოლოგია, სიმწვანე და სუფთა ჰაერი იყო. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრში ურბანიზაციის პრობლემაა და არ არის საკმარისი ადგილი ისეთი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, როგორიც „მწვანე ალმასია“. „ვამაყობთ, რომ „მაქრო ქონსთრაქშენმა“ სულ რაღაც ერთ კვირაში „მწვანე ალმასის'’ ბინების 50% უკვე გაყიდა. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ დიღმის არჩევა იყო.
ის ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა უბანია თბილისში “- აღნიშნა ოღუზ კარაერმა.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მოიცავს სამ ეტაპს. პირველ ეტაპზე შენდება 731 ბინა. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, მხოლოდ 1 კვირაში, ამ ეტაპზე არსებული ბინების 50% უკვე გაყიდულია. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ გამოირჩევა მოხერხებული ადგილმდებარეობით. კომპლექსი განთავსდება თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 8 კმ-ში. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, დიღმის სიმწვანე, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო „მწვანე ალმასის“ მობინადრეებს ქალაქის ქაოსისაგან დაიცავს. „მწვანე ალმასის“ მახლობლად მდებარეობს ოლიმპიური კომპლექსი „ახალი თბილისის“ სპორტული არენები, სავაჭრო ცენტრი - „თბილისი მოლი“, საავადმყოფოები, ჰიპერმარკეტები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. გარდა ამისა, მეზობლად არსებული აშშ-ს საელჩო ამ უბანს კიდევ უფრო დაცულს ხდის. „მწვანე ალმასის“ სიახლოვეს აშენდება ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს მეგა-პროექტი უნიკალური იქნება აღმოსავლეთ ევროპაში.
საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება, რაც მობინადრეებს თბილისში უნიკალური ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 ბავშვთა სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
,,მაქრო ქონსთრაქშენმა“ საქართველოში უკვე წარმატებით დაასრულა რამდენიმე საინვესტიციო პროექტი: საცხოვრებელი კომპლექსი ,,მწვანე ბუდაპეშტი“, ფრანგული ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,მერკური Tbilisi Old Town’’, ავეჯის მაღაზიათა ქსელი ,,ბელლისსა“ და 5-ვარსკვლავიანი რესტორანი ,,დაინჰოლი“ რუსთაველის გამზირზე. კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს ფრანგულ ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდის, სასტუმრო IBIS styles-ის მშენებლობას. ,,მაქრო ქონსთრაქშენი“ ასევე ფლობს 20 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც უზარმაზარი საოჯახო და დეკორატიული ნივთების სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს.