საკუთარი ბინის შეძება არცთუ იოლი და ყველასთვის ხელმისწავდომია. ხშირ შემთხვევაში უძრავი ქონების ყიდვა ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ფუფუნების საგანი და შორეული ოცნებაა. ამის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საკმაოდ მაღალი პროცენტია, რომელიც ხშირად აფერხებს ადამიანებს ახალი შენაძენისგან. ბინის შეძენის მსურველებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მათი ოცნების განხორციელებისთვის ყველაზე შეღავათიანი იქნებოდა შიდა უპროცენტო განვადება.
უძრავი ქონების ბაზრის სეზონურ გააქტიურებასთან ერთად, გააქტიურდნენ დეველოპერებიც, რომლებიც სხვადასხვა აქციებს სთავაზობენ მომავალ მობინადრეებს.
საერთაშორისო სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ საცხოვრებელ კომპლექს „მწვანე ალმასში“ ბინის შეძენის მსურველებს უპრეცედენტო საგაზაფხულო აქციას სთავაზობს.
აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა 5 წლის განმავლობაში შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლოს და ბინის შეძენის ოცნება გაიმარტივოს.
აქციის პერიოდში „მწვანე ალმასში“ ბინის შეძენის მსურველს შესაძლებლობა ეძლევა პირველადი შენატანი მხოლოდ 20% გადაიხადოს, 10% ბინის ჩაბარებისას. რაც შეეხება დარჩენილ 70%-ს, მომხმარებელს შეუძლია ის 5 წელზე (60 თვეზე) გადაანაწილოს და ამ ხნის განმავლობაში შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლოს.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, „მწვანე ალმასში“ მშენებლობა 2018 წლის მაისში სრულდება და მომხმარებლები ბინებს სრული რემონტით მიიღებენ.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რამდენადაც შესაძლებელია, მომხმარებლებს მათზე მორგებული გადახდის პირობები შევთავაზოთ. იმისთვის, რომ ბინის ყიდვა უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო მომხმარებლისთვის, გადავწყვიტეთ მსგავსი შეთავაზება გაგვეკეთებინა. შიდა უპროცენტო განვადება მომხმარებელს კიდევ უფრო გაუადვილებს სასურველი ბინის შეძენას. თუმცა ჩვენ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქციებსა და გადახდის სხვადასხვა ვარიანტებს ვთავაზობთ“, - აღნიშნა „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარერმა.
გადახდის კიდევ ერთი პირობა, რომლითაც „მწვანე ალმასში“ ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ, ერთიანი გადახდის შემთხვევაში15%-იანი ფასდაკლებაა. ამ შეთავაზებით სარგებლობა მომხარებლებს ივნისის ბოლომდე შეუძლიათ. ასე რომ, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც დიდი ფასდაკლებით სარგებლობა სურს.
„მაქრო ქონსთრაქშენი“ „მწვანე ალმასის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველებს გადახადის რამდენიმე პირობას სთავაზობს.
პირველადი შენატანის 15%-ის გადახდის შემთხვევაში, დარჩენილ 85%-ს „მწვანე ალმასის“ მომავალი მობინადრე ბინის ჩაბარებისას - 2018 წლის მაისში იხდის.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასის“ პროექტი მოიცავს სამ ეტაპს, პირველი ეტაპი შედგება 731 ბინისგან, რომლის მშენებლობა 2018 წლის მაისში სრულდება. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ეკოლოგიურად საუფრთა უბანში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად განთავსდება.
საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება, რაც მობინადრეებს თბილისში განსხვავებულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრცე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/