საცოხვრებელი კომპლექსის, - “მწვანე ალმასის” ახალი, მესამე ეტაპის სამეზობლო სწრაფად იზრდება - უკვე მე-100-ე მომხმარებელმა შეიძინა ბინა კომპლექსის ახალი, მესამე ეტაპის მშენებლობაზე.
იმისათვის, რომ ახალ მფლობლებს ახალ გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება გავულამაზოთ, მესამე ეტაპის პირველი და მე-100 ბინების მფლობელებს "მწვანე ალმასმა" საჩუქრები გადასცა.
პირველი 2 ბინის მფლობელები ძმები, ნიკა და დემე გოდაბრელიძეები გახლავთ. მათ ბინა შავი კარკასის მდგომაროებით შეიძინეს, სწორედ ამიტომ მათ "ბი ემ სი გორგიას" 2500-2500 ლარიანი ვაუჩერები გადავეცით საჩუქრად (დემე თავის ოჯახთან ერთად ამჟამად საფრანგეთშია, ამიტომ მისი საჩუქარი ძმას გადავეცით).
მესამე ეტაპის მე-100-ე მომხმარებელი კი გიორგი გეგელიასა და ეკატერინა ლეონოვას ახალგაზრდა ოჯახია. მათ ბინა სრული რემონტის კონდიციით შეიძინეს. ახალი ბინისთის ახალი ტექნიკის შესაძენად "მწვანე ალმასმა" მათ "ელიტ ელექტრონიქსის" 5000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
ბედნიერებას ვუსურვებთ ჩვენს მომხმარებლებს და აქვე გაცნობებთ, რომ "მწვანე ალმასი ასევე დააჯილდოვებს მე-200-ე, მე-300-ე, მე-400-ე და ა.შ. მომხმარებლებს. ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ!