ტურნირზე ევროპის 47 ქვეყნის 1 000-მდე ახალგაზრდა, მათ შორის 12 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა. დელეგაციის წევრების, მსაჯებისა და მწვრთნელების ჩათვლით, ჩემპიონატის ფარგლებში საერთო ჯამში, საქართველოს 1 500 ადამიანი სტუმრობდა. მძლეოსნობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ასპარეზობები „ახალ თბილისში“ მდებარე მძლეოსნობის სტადიონზე მიმდინარეობდა.
ორგანიზატორთა განცხადებით, თბილისისთვის ეს ისტორიული ტურნირი იყო, რადგან ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატს მძლეოსნობაში დედაქალაქმა პირველად უმასპინძლა. ევროპის პირველობისთვის მასპინძლობაში საქართველოს მთავარი კონკურენტი იტალია იყო, თუმცა მძლეოსნობის ევროპის ფედერაციის კონგრესზე გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ იქნა მიღებული.
2016 წლის მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო მედლების რაოდნეობით დიდი ბრიტანეთის გუნდი გახდა. რაც შეეხება საქართველოს, ქართველი სპორტსმენებიდან საუკეთესო შედეგი ბადრი ქიმაძემ აჩვენა, რომელიც ბირთვის კვრაში მე-5 ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში, მედლები ტურნირზე მონაწილე 28 ქვეყანამ მოიპოვა.
გამარჯვებულებს მედლები ტურნირის პლატინის სპონსორმა, სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ წარმომადგენლებმა - გენერალურმა დირექტორმა მურათ ავჯიმ, გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარერმა და პროექტების კოორდინატორმა ემრე იეთიქშინმა.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატის სპონსორობა. „მაქრო ქონსთრაქშენი“ მაქსიმალურად ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღ წესის განვითარებას და ყოველთვის მოხარულია, მსგავსი ტიპის ტურნირებთან თანამშრომლობის. ჩვენთვის ასევე ორმაგად სასიხარულია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ოლიმპიური კომპლექსის გვერდით მიმდინარეობს ჩვენი ახალი პროექტის „მწვანე ალმასის“ მშენებლობა, რომლის უნიკალური ინფრასტრუქტურა ასევე ითვალისწინებს სპორტულ და ღია სავარჯიშო მოედნებს“, - აღნიშნა „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალურმა დირექტორმა მურათ ავჯიმ.
წყარო:
www.interpressnews.ge
www.interpressnews.ge
www.ambebi.ge
presa.ge
droni.ge
itv.ge