14 ივნისს, მწვანე ალმასის ღია საცურაო აუზის ტერიტორიაზე მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიღძვნილი წვეულება გაიმართა.
მწვანე ალმასის პროექტის მიხედვით მეორე ეტაპში გაერთიანებულია 244 საცხოვრებელი ბინა, 16 კომერციული ფართი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და ღია საცურაო აუზი.
წვეულებას დაესწრნენ მწვანე ბუდაპეშტისა და მწვანე ალმასის მობინადრეები, მაქრო ქონსტრაქშენის პარტნიორები და ასევე პროექტით დაინტერესებული ის ადამიანები, ვისთვისაც ჯანსაღი, დაცული გარემო და კომფორტული ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ გემოვნებიანი ცოცხალი მუსიკითა და ულამაზესი წყლის ბალეტით, წვეულება კი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.