მაქრო ჰოუმ - სახლი, სადაც კარგად გრძნობ თავს
მომხმარებლებისთვის, რომლებიც თავიანთი ოცნების ბინებს აპროექტებენ, „მაქრო ჰოუმი“ ამზადებს ან სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს ავეჯი და სახლის აქსესუარები. კომპანიის საქმიანობის საფუძველი მომხმარებელთა მოთხოვნებებისა და მოლოდინების გათვალისწინებაა.
„მაქრო“ ჯგუფის ერთ-ერთი პირველი ინვესტიცია, რომელიც საქართელოში განახორციელა, ავეჯის საწარმო GLORYA იყო, რომელიც 2013 წელს საპორტო ქალაქ ბათუმშიგაიხსნა. 10 000 მ2 აშენებულ საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, აქვე წარმოდგენილია წარმოდგენილია საგამოფენო დარბაზები და სივრცეები.
დღეს საწარმო მეზობელ ქვეყნებსაც ამარაგებს. ავეჯის საწარმო GLORYA-ს შემდეგ, 2014 წელს, "მაქრო ჯგუფმა" შექმნა ავეჯის მაღაზია-სალონთა ქსელი Bellissa. ბათუმის ავეჯის საწარმოსა და Bellissa-ს ავეჯის სალონების ქსელში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 25 მილიონ დოლარს შეადგენს. სალონებში წარმოდგენილი ავეჯის ფართო ასორტიმენტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და თანამედროვე დიზაინით. კომპანია მომხმარებლებს შერჩეული ავეჯის საწარმოდან სახლში მიტანის სერვისითაც უზრუნველყოფს. კომპანიის მიერ წარმოებული ინტერიერის ავეჯი და აქსესუარები იმპორტზეც გადის. „მაქრო ჰოუმი“ განაგრძობს გაფართოებას და სულ ახლახან, 2017 წლის მაისში, მომხმარებელთა წინაშე წარსდგა საოჯახო ნივთების ცნობილი ბრენდით, Madam Coco, რომელიც ყველაზე პოპულარული თურქული საერთაშორისო ბრენდია საქართველოში.