მაქრო ტურიზმი - გაეცანით DISCOVER THE EXCELLENCE უპირატესობებს

მოგზაურობა, იქნება ეს საქმიანი ვიზიტი თუ უბრალოდ დასვენება, პრემიუმ ხარისხის თუ ბიუჯეტური, ნიშნავს სახლიდან შორს ყოფნას. სწორედ ამიტომ, „მაქრო ტურიზმის“ მიზანია - შეუქმნას სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები მოგზაურობის დროს, რათა მოგზაურებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. 

ამ მიზნის მისაღწევად „მაქრო ტურიზმი“ თანამშრომლობს სასტუმრო ბიზნესის წამყვან ჯგუფთან - Accor Hotels. პროფესიონალურ სამშენებლო გუნდთან და მსოფლიოს წამყვან ოპერატორთან თანამშრომლობის შედეგად „მაქრო ტურიზმი“ საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მოგზაურებს.

ბოლო წლებში უცხოელ ტურისტთა რიცხვი საქართველოში სწრაფად მატულობს. 2017 წლიდან მათი საშუალო წლიური რაოდენობა 23% გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, ზრდის დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და ბაზარზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, „მაქრო ტურიზმი“ Accor Hotels-ის საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობს. ამ დროისთვის "მაქრო ტურიზმის" ქოლგის ქვეშ ორი სასტუმრო ფუნქციონირებს: Mercure Tbilisi Old Town, და Ibis Styles City Center. „მაქრო ტურიზმი“ Accor Hotels-ის საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. უკვე დაგეგმილია ახალი სასტუმროს, Novotel-ის მშენებლობა.
გვერდის გაზიარება:

გალერეა

ჩვენს შესახებ

„მაქრო ჯგუფი“ უდიდესი ინვესტორია საქართველოს სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესის განვითარების სექტორში, ავეჯის წარმოებასა და სარესტორნო ბიზნესში.